logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: როგორც გერმანია გაერთიანდა 3 ოქტომბერს 27 წლის წინ, ასევე საქართველო შეძლებს მშვიდობიანი გზით გაერთიანებას
მიხეილ ჯანელიძე: როგორც გერმანია გაერთიანდა 3 ოქტომბერს 27 წლის წინ, ასევე საქართველო შეძლებს მშვიდობიანი გზით გაერთიანებას
11:25 03.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ ხალხს გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ დადებითად შეაფასა გერმანია -საქართელოს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის დიდი პატივია მივულოცოთ ჩვენს გერმანელ მეგობრებს ეს მნიშვნელოვანი დღე და ამასთან ერთად ხაზი გავუსვათ ქართულ-გერმანულ მეგობრობას და იმ მტკიცე ურთიერთობებს, რომელიც უკვე საუკუნეებია ჩვენს შორის ვითარდება. წელს ჩვენ აღვნიშნავთ მეგობრობის ორას წელს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ერთად ძალიან ბევრი პროცესი გავიარეთ და გერმანია მუდამ იდგა დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, საქართველოს გვერდით. გერმანია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იყო ერთ-ერთი უმთავრესი დონორი და მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების, და აგრძელებს ამ მხარდაჭერას. ძალიან მიშვნელოვანია გერმანიასთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური კავშირები, რის კიდევ ერთ კარგ მაგალითს წარმოადგენს გასულ კვირას, გერმანიაში ჩატარებული არჩევნებიდან მოკლე დროში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი გერმანიაში და შეხვედრა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, სადაც განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. დარწმუნებული ვართ, რომ გერმანია-საქართველოს კავშირი წარმატებული იქნება მომავალშიც და სიკეთის მომტანი როგორც ჩვენი ორი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად ევროპისთვის"- განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ სხვა ფაქტორებთან ერთად ხაზი გაუსვა გერმანიის გაეთიანების პოლიტიკურ და სიმბოლურ მნიშვნელობას საქართველოსთვის.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც გერმანია გაერთიანდა 3 ოქტომბერს 27 წლის წინ, ასევე საქართველო შეძლებს მშვიდობიანი გზით გაერთიანებას, ისეთი პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიც გერმანიაა და ამ გზით ევროპის უსაფრთხოების და განვითარების ხელშეწყობას"-დასძინა ჯანელიძემ.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველმა გახსნა საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა. მისი როლი დღესაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრი მიესალმა ანსამბლ "თუთარჩელას' სოლისტებს, რომელთაც სადღესასწაულო მიღება მუსაკალურად გააფორმეს, ასევე შეასრულეს საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ჰიმნი.
უწყების ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით 2017 წელს აღინიშნება გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი. ეს მოიცავს ორი ქვეყნის ისტორიულად მნიშვნელოვან თარიღებს - 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. ზემოხსენებული თარიღების აღსანიშნავად, 2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში ტარდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარსდგება საპატიო სტუმრის სტატუსით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა