სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებებია. თანამდებობიდან გენერალური
აუდიტორის მოადგილეები ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, მოადგილის პოსტს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი შეინარჩუნებს.
„მქონდა გენერალურ აუდიტორთან შეხვედრა. მადლობა გადამიხადა და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. არანაირი მიზეზი… მე კანონმა გამათავისუფლა, გენერალურ აუდიტორს არ გავუთავისუფლებივარ. იქნება რაღაც ფორმალური საკითხები მოსაგვარებელი, საბუთები იქნება მისატანი, წამოსაღები და ასე შემდეგ. ეს გენერალური აუდიტორის გადასაწყვეტი იყო, ეს მისი კომპეტენცია იყო ვინ უნდა დაენიშნა. ახალი გენერალური აუდიტორი მოვიდა და მას სრული უფლება აქვს, რომ ახალი გუნდი დააკომპლექტოს “-განაცხადა დევი ვეფხვაძემ “კურიერთან“ საუბრისას.
.

















