შვედეთში, ორებრუს უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების საზოგადოების ორგანიზებით
გაიმართა შვედეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც საჯარო ლექციით წარსდგა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მალხაზ კაკაბაძე.
ელჩმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა შვედურ-ქართული ურთიერთობები. დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. ორებრუს საგარეო ურთიერთობების საზოგადოების წევრები და ორებრუს უნივერსიტეტის სტუდენტები.

















