თბილისის საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე
მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება 28 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება თბილისელების სასიკეთოდ იქნა მიღებული.
„საკრებულოში მივიღეთ მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თბილისში აშენდება უპრეცენდენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ზუსტად ამას ეწინააღმდეგებოდა მარიტივ მამრავლებად დაშლილი „ნაცმოძრაობა“. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩვენ ნამდვილად შევუწყეთ ხელი, რომ აღნიშნული ტერიტორია უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ასევე უნდა გამოვეხმაუროთ, მიწისქვეშა ავტოსადგომების საკითხს- ჩვენთვის ცნობილია ასევე, რომ ჩვენი მოსახლეობის და ქალაქის პრიორიტეტია, რომ შეიქმნას დამატებითი საპარკინგე ადგილები. ზუსტად ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ კომპანაიმ მიწისქვეშა პარკირების მოწყობა განახორციელოს“- აღინიშნა ბრიფინგზე.

















