logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე
15:04 29.09.2017
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგიტაციას კანონდარღვევით ახორციელებენ. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძე აღნიშნული ფაქტის შესწავლის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და აცხადებს, რომ საკითხი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
„დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე, მათთვის დამახასიათებელი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით.
ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული, ბათუმის N1 უბნის საარჩევნო კომისიის წევრი მარინა ჟღენტი ღიად ახორციელებს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო აგიტაციას. აღნიშნული ქალბატონი მოქალაქეს აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას და ამასთანვე აწვდის „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალას, რაც აშკარა კანონდარღვევაა. ეს ქმედება აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, რაც გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვას საარჩევნო კომისიის წევრისათვის“ - განმარტავს მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, ვიდეომასალაში საარჩევნო კომისიის წევრი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ დავალება მიღებული აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან.
„მოცემული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე არის ეს, თუ როგორ ცდილობენ ისინი ნებისმიერი მეთოდით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე, როგორც ამას აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის მთელ პერიოდში. აქედან გამომდინარე, მივმართავ ცესკოს დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს მკაცრი რეაგირება მოცემულ ფაქტზე“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა