თბილისის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების
დაპირისპირების გამო სხდომის დაწყება ვერ მოხერხდა.
დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, მთაწმინდის პარკში 1 ჰექტარის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.
შეგახსენებთ, რომ როგორც თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე გადაწყდა, პუშკინის სკვერის ქვეშ, მიწისქვეშა ავტოსადგომის უნდა მოეწყოს.

















