პოლონეთის ქალაქ კრაკოვში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი გაიხსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქუთაისის და კრაკოვის მერები, კრაკოვის საკრებულოს თავმჯდომარე და ასოციაციის „ხიდი საქართველოსთან“ წარმომადგენლი ესწრებოდნენ.
პოლონეთში საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
კრაკოვში მდებარე სკვერისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიმდინარე წლის 17 აპრილს მიიღო. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან“ ინიციატივითა და ქუთაისისა და კრაკოვის მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით.

















