logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბელგიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა
ბელგიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა
02:46 29.09.2017
ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეგმონტის სასახლეში აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ და ცენტრალური აზიის 11 სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღნიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბელგიის სამეფოში აკრედიტებულმა ზემოაღნიშნული სახელმწიფოების ელჩებმა. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველო-ბელგიის ურთიერთობის ისტორიაზე, რომელიც 25 წელს აღემატება. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მმართველობის დროს ცნობილი ბელგიელი პოლიტიკოსების ემილ ვანდერველდეს, ლუის დებრუკერის და კამილ ჰუისმანსის საქართველოში ვიზიტს, რომლებმაც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ საქართველოს „ბოლშევიზმის ანტითეზისი“ უწოდეს.
საქართველოსა და ბელგიას შორის პოლიტიკურ სოლიდარობაზე საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა ბელგიის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან, ასევე მადლობა გადაუხადა ბელგიის სახელმწიფოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ხელშეწყობისთვის, ისევე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს ყოველწლიური რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.
ნატალი საბანაძემ ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ საგანმანთლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის ისტორიაზე. ამ კონტექსტში მან დაასახელა ის გამოჩენილი პირები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოსა დაბელგიას შორის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო კავშირების განმტკიცებაში. მათ შორის, ნიკოლოზ ყიფიანი (ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი და ქალთა უფლებების დამცველი) და ბერნარდ კული (ლუვენის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველოლოგი).
საქართველო-ბელგიას შორის კულტურულ კავშირებზე საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა ანტვერპენის სამეფო ოპერაში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის როლს ამ ორი ქვეყნის კულტურული დაახლოების პროცესში.
გამოსვლის დასასრულს, ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური სოლიდარობა, ეკონომიკური ინტერესები და ადამიანური კავშირები საქართველო-ბელგიის მეგობრობის მყარ საფუძველს წარმოადგენს და იმედი გამოთქვა, რომ ესმეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტ მრავალფეროვნებას შეიძენს.
კონფერენციის დასასრულს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსმა ბელგიასა და ზემოაღნიშნულ 11 სახელმწიფოს შორის არსებულ მნიშვნელოვან ისტორიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირზე ისაუბრა. მან, ასევე, მადლობაგადაუხადა ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა