საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალ 11:00-დან 12:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება და მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამოქმედო
გეგმის განხილვის განრიგს განსაზღვრავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში აცხადებენ, ხვალ პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი და მთავრობის ახალი წევრები საპარლამენტო ფრაქციათა წარმომადგენლებს შეხვდებიან, 4 ივლისს კი, კომიტეტებში განხილვა იგეგმება. სავარაუდოდ, 6 ივლისს დაინიშნება რიგგარეშე სხდომა, რომელზეც პარლამენტმა მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა პარლამენტში ჯერ-ჯერობით არ წარუდგენიათ. როგორც პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში განაცხადეს, გეგმა, სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით შევა.

















