logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი: ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მე მგონი უკვე თანხმდება ყველა, კონსტიტუციის მიმღები “ქართული ოცნებაც“
პრეზიდენტი: ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მე მგონი უკვე თანხმდება ყველა, კონსტიტუციის მიმღები “ქართული ოცნებაც“
17:17 28.09.2017
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მიღება მოკლე ვადებში არაორდინალურ ვითარებას ქმნის, მით უმეტეს, როდესაც იგი უკვე ჩასასწორებელია.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"დღეს აქ შევიკრიბეთ, ის ჯგუფი, რომელმაც ძალიან პოზიტიურად და ეფექტურად იმუშავა სულ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც სრულიად განსხვავებული შეხედულების პოლიტიკურმა ძალებმა შეძლეს და შექმნეს არსებული კონსტიტუციის პროექტის კომენტარებისა და შესწორებების ერთიანი თანხმობის დოკუმენტი.
ეს დოკუმენტი გავუზიარეთ საზოგადოებას, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ის დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, მაგრამ რომელმაც საათებსაც ვერ გაუძლო.
ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არ მიღებული, ხელმოუწერელი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით.
ხაზს ვუსვამ, ეს ორი საკითხი, იმ სიიდანაა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვთავაზობდით მათ ჩასასწორებლად.
ამასთან, ეს ის ორი საკითხია, რომელიც ვალდებულებად აიღო "ქართულმა ოცნებამ", რომ შეასწორებდა.
კონსტიტუციის ასეთი სწრაფად და ასეთი დინამიკით მიღება, ჯერ არ არის მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, ვიტყოდი, რომ არაორდინარულია.
ეს არაორდინარულობა, არ წარმოადგენს ამ ეტაპზე რაიმე პოლიტიკურ სირთულეს, ეს ქვეყნის სირთულეა და მე მინდა, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბოთ იმისათვის, მოვიფიქროთ, პოზიტიურად როგორ გამოვიდეთ შექმნილი რთული ვითარებიდან.
როგორც ვხედავ, დღეს არ არის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი; ეს დასანანია. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ, როდესაც საუბარია ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე მზად ვარ, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა ამ საკითხზე სათათბიროდ.
ჩვენ უკვე იმის კარგი გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ შეძლეს განსხვავებული შეხედულების პოლიტიკოსებმა ერთ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა და თანაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც, ახლა თურმე ჩასწორების სახით არის შემოთავაზებული.
ის, რომ ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, მგონი უკვე ყველა თანხმდება - კონსტიტუციის მიმღები "ქართული ოცნებაც". ალბათ, თქვენც გამიზიარებთ თქვენს შეხედულებას.
ვფიქრობ, რომ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი პროექტი უკვე დაამტკიცა.
კანონსპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცვლილებების წინააღმდეგ კი 2 წავიდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა