გაეროს კოორდინატორის და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში
ნილს სკოტის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საკმაოდ ბევრი გამომწვევა იყო.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებაც.
"საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში ხანგრძლივი პროცესია და საკმაოდ ბევრი გამოწვევა იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება და ისიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საბოლოოდ მიიღოს კონსტიტუცია, რომლითაც მისი მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან"-აღნიშნა ნილს სკოტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი პროექტი დაამტკიცა .
კანონსპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცვლილებების წინააღმდეგ კი 2 წავიდა.

















