logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო–ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნა
საქართველო–ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნა
11:23 28.09.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ალექსიძე (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა) ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილას ეწვია, სადაც საქართველო–ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
საქართველოს ელჩმა ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ზურაბ ალექსიძემ მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.
საგაროე უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა და მოეწყო კუთხე, სადაც განთავსდა ქართული ტრადიციული სუვენირები და ტურისტული ბროშურები. მიღებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო და კერძები. მიღებაზე საგანგებოდ მოწვეულმა აზიისა და ოკეანეთის უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდმა ქართული სიმღერა „სულიკო“ შეასრულა.
მიღება, რომელსაც 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, საქართველოს საპატიო კონსულისა და საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.
ქ. მანილაში ვიზიტისას გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, კლარო კრისტობალთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ინსტიტუტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახ. დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის თანამშროლობის განვითარების საკითხები. მხარეებმა საზეიმო ვითარებაში გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ფილიპინების საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტსა და საქართველოს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის, რომელიც ითვალისწინებს ორი სასწავლო დაწესებულების მიერ ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.
უწყების ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილესთან მანუელ ტეჰანკისთან. მხარეებმა განიხილეს საქართველო - ფილიპინების ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა