საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო
თეატრში დღეს "ვოიაჯერისა" და "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, 12:00 საათზე, დაგეგმილია მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერის, რობ მენინგის უფასო ინტერაქციული ლექცია, 19:00 საათზე კი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - „სიმღერა“ პრემიერა და ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი. კონცერტის ბოლოს, დაგეგმილია Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერის, ახლა უკვე ლეგენდად ქცეული, 80 წლის ჯონ კასანისა და 78 წლის როსტომ საგინაშვილის (მისი ხმა კოსმოსშია გაგზავნილი) სცენაზე შეხვედრა.

















