logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
22:17 27.09.2017
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩატარდა.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში ინტენსიური ხასიათი მიიღო და რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით - დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილით აღინიშნება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციებისას მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყანის ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აღინიშნა ეკონომიკური, სავაჭრო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მაღალი დინამიკა. ყურადღება დაეთმო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.

კონსულტაციებისას საქართველოს მხარემ ყაზახეთის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ასევე, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ოთხ-პუნქტიანი გეგმის თაობაზე. ყაზახეთის მხარე გაეცნო განახლებულ ცნობებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასთან და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა ყაზახეთის რესპუბლიკის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტების დარეგულირების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის საკითხში. შეხვედრისას ყაზახეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა