logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე ვეტერანებს და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა
კახა კალაძე ვეტერანებს და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა
16:20 27.09.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვეტერანებს და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა.
როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, იმისთვის რომ საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრუნოს, ეკონომიკურად ძლიერი და წინწასული ქვეყნის აშენებაა საჭირო.

„მჯერა, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ამისთვის საჭიროა ეკონომიკურად ძლიერი და წინწასული ქვეყანა ავაშენოთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ყველა პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი ძლიერი ეკონომიკის პირობებში.
„მე ყველას მოგიწოდებთ ერთობისკენ. ყველამ ვიცით რამხელა ძალა აქვს ერთობას, ეს დავანახეთ მსოფლიოს 2012 წლის 1 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც არავის ეგონა, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შევძლებდით ჩაგვენაცვლებინა წინა ხელისუფლება. ახლაც რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო ქალაქის მერი. კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს. შესაბამისად, მე მზად ვარ შევიდე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, რადგან შეუძლებელია მარტო შეეჭიდოს ადამიანი ამ პრობლემებს. მე მაქვს ყველა თქვენგანის იმედი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრაზე მყოფმა ვეტერანებმა კახა კალაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
„ვეტერანების აქტიური ჯგუფი მხარს ვუჭერთ კახა კალაძეს. ის არის მებრძოლი ადამიანი, იცის შრომის ფასი და იცის, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ვეტერანებმა და მთლიანად საზოგადოებამ უკეთ იგრძნოს თავი“ - აღნიშნა ჯანრი უბერიამ.
ვეტერანებს შეუერთდა პარლამენტის წევრი, გენერალი კობა კობალაძეც, რომელმაც მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს მებრძოლების დაფასებისთვის.
„თუ ვინმე დააფასა ნაწილობრივ ჩვენი ვეტერანების ყოფა-ცხოვრება და ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნა, ეს ზუსტად იმ გუნდმა და იმ ბირთვმა, რომლის ერთ-ერთი ლიდერია კახა კალაძე. შინდისში არის ტაძარი, რომელიც იქ დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებლად არის აგებული. სხვა ბევრ კარგ საქმესთან ერთად, სწორედ კახას პირადი დანაზოგით და სურვილით აშენდა ეს ტაძარი“ - განაცხადა კობა კობალაძემ.
ვეტერანებსა და თბილისის მერობის კანდიდატს შორის შეხვედრა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. 24 წლის წინ, სოხუმი 13-თვიანი და 13-დღიანი ომის შემდეგ დაეცა. აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ათი ათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასამდე დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა