საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი
კონსტრუქციულად იმოქმედებს და ვეტოს უფლებას კონსტიტუციური კანონის პროექტის მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დადება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ხოლო პარლამენტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს.
„ჩვენი შეთავაზებაა, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, მისი გადასაწყვეტია, რა უფლებას გამოიყენებს ის, დაადებს თუ არა ვეტოს კანონპროექტს. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველგვარი პოზიციის დაფიქსირების გარეშე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















