logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პრემიერი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ
პრემიერი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ
12:23 27.09.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს.
მისივე თქმით, ქართველები აფხაზ და ოს მეგობრებთან ერთად ერთიანი ძალით ისეთ ქვეყანას ააშენებენ, რომელშიც მომავალი თაობები თანხმობითა და კეთილდღეობით იცხოვრებენ.
ამის შესახებ პრემიერმა სოხუმის დაცემიდან 24 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

„1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. ეს არის დღე, რომელიც ომის დამანგრეველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს.
ამ ომში ქართველებმა და აფხაზებმა აუნაზღაურებელი დანაკარგი განვიცადეთ. ეს იყო ძმათამკვლელი ომი, უდიდესი მსხვერპლითა და ოკუპირებული ტერიტორიებით. ასობით ათასი ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა.
ეს იყო ომი აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ. ეს იყო ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ჩვენ გვახსოვს ომი და ყოველთვის გვემახსოვრება იგი, როგორც უმძიმესი გამოცდილება ქართველებისა და აფხაზებისთვის.
ამ ომს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.
ბოლო 24 წლის განმავლობაში სწორედ მათი ბრძოლა და თავგანწირვა იყო მაგალითი იმ ბიჭებისთვის, რომლებსაც შემდეგში, სამწუხაროდ, არაერთხელ მოუწიათ ქართული მიწისთვის თავდადება. ჩვენ ვამაყობთ მათით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები.
ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ, აღვადგინოთ ის ძმობა და სიყვარული, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ყოველთვის აკავშირებდა, აღვადგინოთ ნდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინსვლა.
მინდა დავარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ერთიანი ძალით ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელშიც ჩვენი შვილები თანხმობითა და კეთილდღეობით იცხოვრებენ. ჩვენ შეგვიძლია ერთად შევქმნათ უკეთესი ქვეყანა“- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა