ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების
წარმომადგენლები დღეს ერთობლივ ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელს მოაწერენ.
აღნიშნული დოკუმენტი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.
ღონისძიება სასტუმროში „თბილისი მარიოტში”(თამარ მეფის დარბაზი) 12:00 საათზე გაიმართება.

















