logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს
დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს
19:29 26.09.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას იღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში.

ვიზიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილესთან ქეით გილმორთან. მინისტრის პირველმა მოადგილემ უმაღლესი კომისრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანასკნელ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევის ფაქტებს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ეს და სხვა უხეში დარღვევები, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების წართმევა წარმოადგენს ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას და რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა, პასუხისმგებელია აღნიშნულ უკანონო ქმედებებზე. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარების მონიტორინგისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე გამართა შეხვედრები ქ. ჟენევაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან პიტერ სორენსენთან და გაერთიანებული სამეფოს მუდმივ წარმომადგენელთან ჯულიან ბრეითვეიტთან. შეხვედრებზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხო.

28 სექტემბერს დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილება 2017 წლის მარტში მიღებული რეზოლუციის შესაბამისად უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა