საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი პროექტი დაამტკიცა.
კანონსპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცვლილებების წინააღმდეგ კი 2 წავიდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით კენჭი უყარეს.
პროტესტის ნიშნად სხდომა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

















