logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი კონსტიტუციაზე: ვიმედოვნებ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ
პრემიერი კონსტიტუციაზე: ვიმედოვნებ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ
13:24 26.09.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის უდიდესი ნაბიჯია.
პრემიერის თქმითვე, კონსტიტუციის ახალი პროექტი არ არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რადგან მისი განხილვების პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, საქართველოს კონსტიტუციას.
ეს დოკუმენტი მართლაც უპრეცედენტო საერთო-სახალხო განხილვებით და ჩართულობით შემუშავდა.
სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც სავსებით არ არის ასე, რადგან ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი პროცესი თავისთავად იყო უპრეცედენტო, რადგან იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ კონსენსუსის ნაკლებობის თუ არქონის გამო, ჩვენ პირადად მომსწრე ვართ კონსტიტუციების ისე მიღებისა, როდესაც საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით.
ჩვენს მიერ მიღებული დოკუმენტი, ვენეციის კომისიის სიტყვასიტყვით შეფასებულია ასე - დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ შეიქმნა ასეთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს“- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის თქმითვე, კონსტიტუციაში შევიდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ასევე საპარლამენტო ოპოზიციისთვის უფლებების მნიშვნელოვანი გაზრდა.

„მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლებსაც არ ჩამოვთვლი. როგორც ბოლო ნაბიჯს კონსენსუსის მიღწევის გზაზე, ჩვენ დავთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე - ეს იყო პრეზიდენტის კიდევ ერთხელ, არა ხუთი, არამედ ექვსი წლით პირდაპირი წესით არჩევა, რათა 2024 წელს, პროპორციულ წესზე გადასვლასთან ერთად მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა. თავისთავად, პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და სანატრელი ყველა ოპოზიციონერისთვის, ვინც კი ოპოზიციაში ყოფილა, რაც ნამდვილად აღსანიშნავია.
ბოლო ნაბიჯი იყო 5%-დან 3%-მდე ბარიერის დაწევა 2020 წლისთვის, ერთი მოწვევის პარლამენტისთვის და ბლოკების აკრძალვის ერთი მოწვევით გაუქმება, ანუ 2020 წლის არჩევნებზე, კიდევ ერთი მოწვევით პარტიული ბლოკების დაშვება.
გარდა ამისა, კონსტიტუციაში შევიდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირებზე; საპარლამენტო ოპოზიციისთვის უფლებების მნიშვნელოვანი გაზრდა, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება; სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობების მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი; გარდამავალ დებულებებში ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება; ასევე, საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით.
ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს.
დიდი იმედი მაქვს, მესამე მოსმენით კენჭი ეყრება კონსტიტუციას და ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც გახლავთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ იმ პროცესის არსი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ნაბიჯები, რომლებიც მმართველმა პარტიამ ამ მიმართულებით გადადგა, ისტორიულად უპრეცედენტოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით მთელი საკონსტიტუციო განხილვის პროცესში და კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგაც, იმისათვის, რომ დაგვებალანსებინა ინტერესები. ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია. თავისთავად არსი იმ ცვლილებებისა, რომლებსაც ჩვენ დღეს ახალი კონსტიტუციის სახით ვიღებთ, არის უაღრესად დემოკრატიული. ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი იბრძოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ვერ მიაღწია ვერც ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას. კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, გახლავთ კონსტიტუცია, რომელიც მიღებული იქნა სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვიღებთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას“- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა