logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესი გაიმართა
ბათუმში ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესი გაიმართა
13:10 26.09.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესს დაესწრო. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყო მსოფლიო მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პარლამენტისა და ლორდთა პალატის წევრი, ლორდი სებასტიან კოე, რომელიც ბათუმს საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია. კონგრესში მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპის მძლეოსნობის ასოციაციისა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის 16 წევრი ქვეყნის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე კონგრესზე შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და მათ აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, რომლებმაც მძლეოსნობის მსოფლიო ლიდერების შეკრება საქართველოში, კერძოდ კი ულამაზეს ქალაქ ბათუმში მოაწყვეს.
,,ბათუმი საქმიანი ტურიზმის ნამდვილ ცენტრად იქცა, რაც ხელს უწყობს ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონში. ვითარდება ტურიზმი და ინფრასტრუქტურა. ყოველწლიურად მზარდია საერთაშორისო ფრენების და ახალი სასტუმროების რაოდენობა. მოხარულები ვართ, რომ დღეს ეს შეხვედრა იმართება საქართველოში, კერძოდ სწორედ ბათუმში, სადაც ბოლო პერიოდში ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო კონგრესები, ფორუმები, ბიზნეს-შეხვედრები თუ კულტურული ღონისძიებები იმართება“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
უწყების ინფორმაციითვე, კონგრესის ფარგლებში იმსჯელებენ მსოფლიოში მძლეოსნობის საერთაშორისო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე.
დღევანდელ კონგრესს ასევე ესწრებოდნენ ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, ბალკანეთის ქვეყნების მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი, დობრომირ კარამარინოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსი ახვლედიანი, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, ალექსანდრე ჯაფარიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა