logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ხელოვნების ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება
საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ხელოვნების ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება
23:14 25.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში ე.წ. საჭიროებათა კატალოგი შეიქმნა.
უწყებამ დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები რომლის შედეგადაც გამოვლინდა ის საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესს და დიასპორული ანსამბლების მეშვეობით ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მათი საჭიროებების ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე, შედეგად 50-მდე ორგანიზაცია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და სახელმძღვანელოებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს დიასპორის და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

მისივე ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში დიასპორის წარმომადგენლების წინაშე არსებული პრობლემების შესწავლის, მათი ინტერესების განხორციელებისა და უფლებების დაცვის მექანიზმების გასაუმჯობესებლად, სამინისტრომ თხოვნით მიმართა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, წარედგინათ აღნიშნული საკითხების თაობაზე კონკრეტული ინფორმაციები და შესაბამისი რეკომენდაციები. მოწოდებული ინფორმაციები დამუშავდა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნა.

მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ისაუბრა დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის სრულყოფის და განახლების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მომზადდა საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემუშავებული კითხვარი და საინფორმაციო ბარათები სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა დიასპორული გაერთიანებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ 272 ქართული დიასპორული გაერთიანება მოქმედებს, მათ შორისაა საკვირაო სკოლები, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, სტუდენტური ორგანიზაციები, სპორტული გუნდები.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ისაუბრა ახალ ინიციატივაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, მუშაობს ინოვაციური ვებ-პორტალის შექმნაზე, რომლის მიზანს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთმანეთთან და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას წარმოადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება კონცეფციისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა