სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი,
სახელწოდებით -
,,საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა DCFTA-ის მოთხოვნების შემდგომ განხორციელებაში“, გაიხსნება.
პროექტის გახსნას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოში ბრიტანეთის და ლატვიის საელჩოს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.

















