logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ბრემენში ქართულ-გერმანული წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება „25 წელი ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგი“ გაიმართა
ბრემენში ქართულ-გერმანული წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება „25 წელი ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგი“ გაიმართა
12:42 25.09.2017
გერმანია-საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ბრემენის მერიის ისტორიულ დარბაზში კონფერენცია „25 წელი ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგი“ გაიმართა, რომელიც სამართლის სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ მიმართა, რომელმაც თავის გამოსვლაში სამართლის სფეროში ხანგრძლივ ქართულ-გერმანულ თანამშრომლობასა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ახალი სამართლის სისტემის ჩამოყალიბებაში გერმანული სამართლისა და გერმანელი, განსაკუთრებით ბრემენელი იურისტების როლზე ისაუბრა.
უწყების ინფორმაციითვე, მოხსენებაში საქართველოს ელჩმა საქართველო-გერმანიის წელზეც გაამახვილა ყურადღება.
ასევე, საიუბილეო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, რომელმაც სასამართლო რეფორმის სფეროში ქართულ-გერმანულ თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.
“საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სამართლებრივი რეფორმის სფეროში საქართველოს დიდი დახმარება აღმოუჩინა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა და მიღებულ იქნა სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სამეწარმეო კანონმდებლობა, ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, განხორციელდა სასამართლო რეფორმა, ქართველმა მოსამართლეებმა პრაქტიკა გაიარეს გერმანულ სასამართლოებში.
ქართულ-გერმანული სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მრავალმა ქართველმა იურისტმა მიიღო იურიდიული განათლება გერმანიაში. ამ თანამშრომლობას ხელმძღვანელობდა ბრემენის ფედერალური მიწა. ამიტომ სიმბოლურია, რომ წარმატებული თანამშრომლობის იუბილე სწორედ ბრემენში აღინიშნა და მასში მონაწილეობა მიიღეს ბრემენელმა იურისტებმა და პოლიტიკოსებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს ელჩი გერმანიაში ბრემენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს კარსტენ ზილიგსაც შეხვდნენ“-განმარტავენ საგარეო უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა