საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს, დიასპორის
და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
საგარეო სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი კომიტეტის სხდომის მონაწილეებს ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორასთან ურთიერთობების მიმართულებით გაწეული საქმიანობის, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებისა და არსებული ინიციატივების შესახებ მიაწვდის.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორასთან ურთიერთობების საკითხებს ოფიციალურად 2017 წლის იანვრიდან კურირებს. საგარეო უწყებაში შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სხვა პროექტებთან თუ პროგრამებთან ერთად, პირველად შემუშავდა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული დიასპორის გაძლიერებას და ერთიანობას და მათ მეტ ჩართულობას საქართველოს აღმშენებლობის საქმეში“-განმარტავენ სამინისტროში.

















