logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ
კახა კალაძე: სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ
18:57 24.09.2017
„მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზაჰესში ახლადგანხორციელებული პროექტით გაკეთებული ხიდი, რომელსაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, ჩაინგრა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სამარცხვინოა , რომ ოპონენტები ამას საარჩევნოდ თავის გასაპიარებლად იყენებენ”, - აცხადებს კახა კალაძე, რომელიც დღეს ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ჩაინგრა არა ხიდი, არამედ ახლო მდებარე გზის მცირე მონაკვეთი, რაც წყლის მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია.
„ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ საქართველოში პოლიტიკა და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ტელევიზიები, მედია ერთ ადამიანს ედო ჯიბეში. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ტყუილი თქვას. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა. მერობის კანდიდატებმა ნება იბოძონ და ამ პრობლემებზე ისაუბრონ და არა მოგონილ თემებზე. პრობლემა რეალურად იყო, თუმცა ხიდს არ უკავშირდებოდა, ეს იყო „GWP”-ის წყლის მილსადენი, რომელიც დაზიანდა, გამორეცხა ნიადაგი და ჩავარდა ასფალტი. ეს პროექტი უკვე დასრულდა, ამისთვის მადლობას ვუხდით „GWP”-ს. ასფალტის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე, რომლის განცხადებით, ის პირადად ადევნებდა თვალს 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს.
„ამ წუთებში მიმდინარეობს გრუნტის დატკეპვნის სამუშაოები და 24 საათში, მაქსიმუმ, სამშაბათს დილით მოძრაობა აღდგენილი იქნება. აქ მთავარი ის კი არ არის, ავარია მოხდება თუ არა, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება რეაგირება. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. თუ სადმე პატარა გაჭირვება აქვს ჩვენს დედაქალაქს, არც ერთი ჩვენგანი, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობიდან დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებენ”, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა