logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს
კახა კალაძე: ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს
17:53 23.09.2017
„ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ 4 წლის თავზე თბილისი იყოს განსხვავებული და ყველასათვის ხელშესახები იყოს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ”, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, გარდა ეკოლოგიის, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების მიმართულებებისა, ყურადღება მიექცევა სოციალურ საკითხებს და სამუშაო ადგილების შექმნას.
„სოციალური პროგრამები გაგრძელდება და განვითარდება. რამდენიმე დღეში კონკრეტულ პროექტებს და პროგრამებს გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ მიმართულებით მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. ტყუილად არ ვამბობ იმას, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. უნდა დავანახოთ ადამიანებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი კეთილდღეობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავდეს ქვეყანას და უფრო მეტი დასაქმებული, რეალიზებული ადამიანი. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას”, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქს დაუბრუნდეს და შეუნარჩუნდეს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. ამისათვის, თბილისის მერობის კანდიდატი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
„ჩვენ 500 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ, 4 წლის განმავლობაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე. ეს არის თითოეული ჩვენგანის საგანძური, რომელსაც მოვლა-პატრონობა და მოფრთხილება სჭირდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრაზე, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა