logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ საზოგადოებას ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები გააცნო
კახა კალაძემ საზოგადოებას ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები გააცნო
19:36 22.09.2017
„არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად, ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცოცხლოთ ჯანსაღ გარემოში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც დღეს „ლისი ვერანდაზე“ გაიმართა.
კახა კალაძის თქმით, ეკოლოგია თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა მმართველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
„სიცოცხლით სავსე ქალაქის უპირველესი ფასეულობა არის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მისივე განცხადებით, ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: სტრატეგიულად ახალი გარემოს დაცვითი სტანდარტები, ეკოლოგიურად ჯანსაღი თბილისი და მწვანე ეკონომიკის სტიმულირება.
ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები საზოგადოებას დეტალურად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ გააცნო.
ბითაძის თქმით, მმართველი გუნდი სოციალური განვითარებისთვის, ჯანსაღი გარემოსთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ის მიზნები განხორციელდეს, რაც ეკოლოგიურ სტრატეგიაშია მოცემული.
მისივე განმარტებით, სტრატეგია დაყოფილია სამ ძირითად მიმართულებად - ეს არის დედაქალაქში დაბინძურების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გამწვანებისა და რეკრეაციული ტერიტორიების სივრცეების მოწესრიგება და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების ჩართულობა.
„საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირება იქნება გამჭოლი ხაზი ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც გარემოს დაცვის საკითხში გადაწყვეტილებებს შეეხება. ეს ქვაკუთხედი მოქცეული იქნება ორ მთავარ ჩარჩოში - ეს არის ჯანსაღი გარემო სოციალური განვითარებისთვის და საზოგადოების ჩართულობა ჯანსაღი გარემოსთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ბითაძის განცხადებით, დაგეგმილია თანამედროვე სერვისების დანერგვა, რომელიც მოქალაქეებს გაუმარტივებს წვდომას სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის, გარემოს დაცვის საკითხებისადმი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში.
მისივე თქმით, სისტემაში ასევე დაინერგება სიახლე, რაც გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ურბანული განვითარების გავლენის წინასწარ შეფასებასდა გადაწყვეტილების შემდგომ მიღებას.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთიმთავარი პრიორიტეტი ასევე, იქნება სხვადასხვა ინოვაციისა და მწვანე პროექტის წახალისება. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ნარჩენი მხოლოდ ნარჩენია და არაპროდუქტი, რომელსაც მისი გადამუშავების შემდეგ მივიღებთ. ეს პროცესი შექმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილს და ხელსშეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ვიმუშავებთ გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაკომპენსირებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დაკარგული ეკოსერვისები დავაკომპენსიროთ გარკვეული ფონდების შექმნით და ესეც მივმართოთ ქალაქის ეკოლოგიური განვითარებისკენ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა