საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ალექსიძემ ინდონეზიის სამხრეთ სულავესის
პროვინციის დედაქალაქ მაკასარში გამართულ მე-8 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები: დავით ფირცხალავას "მამა" და ნინო შაბურიშვილის "სტუმარი".სამხრეთ სულავესის პროვინციაში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ალექსიძემ ქ. მაკასარის მერთან რამდან პომანტოსთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის ქალაქებს შორის დამეგობრებასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინიცირების საკითხებს შეეხო. ელჩმა მაკასარის მერს ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და ინდონეზია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მხარეები შეთანხმდენენ, რომ ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში სასარგებლო ურთიერთობების განვითარების საკითხებზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ.

















