logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
3634-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ საქმიანობა დაიწყო
3634-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ საქმიანობა დაიწყო
14:24 22.09.2017

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 3634 საუბნო საარჩევნო კომისია

საქმიანობების განხორციელებას შეუდგა.
მისივე თქმით, ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება უკვე დაიწყო.
„ 3634-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ საქმიანობების განხორციელება დაიწყო. გუშინ დასრულდა პირველი სხდომების ჩატარების პროცესი, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, კანონმდებლობის თანახმად, საკუთარი შემადგენლობიდანვე აირჩიეს კომისიების თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. დეტალური ინფორმაცია კომისიის არჩეული ხელმძღვანელი პირების ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე.
პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა. საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე რეგისტრირებული პარტიისა და მედიის წარმომადგენლები.
საუბნო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება. ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და საჭიროებისას გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიებში საკუთარი მონაცემები.
იმ შემთხვევაში, თუ 1 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, მას შეუძლია საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისების მეშვეობით ან დაუკავშირდეს ცესკოს საინფორმაციო ცენტრს.
თუ ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს სიაში არ ყოფნის გამო ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 3 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე არის გამოკრული და ამომრჩევლებს ადგილზევე აქვთ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
შეგახსენებთ რომ ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სიის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონულად ცესკოს ვებგვერდის, მობილური ტელეფონისა და პლანშეტის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ასევე, სწრაფი გადახდის ტერმინალებით.
ვებგვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის, ხოლო ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლები ინფორმაციის მიიღებას ასევე შეძლებენ ჟესტურ ენაზე, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით.
1 სექტემბრის მონაცემებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 442 455 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 22 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე 243 030 მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა