logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ნათლად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აქცენტს ადამიანზე  აკეთებს
დავით ზალკალიანი: გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ნათლად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აქცენტს ადამიანზე აკეთებს
11:21 22.09.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, გენერალურ დებატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტით წარმოჩინდა. მისი შეფასებით, პირველ რიგში კი ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რასაც ქვეყანა ასრულებს რეგიონის განვითარებისთვის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც დახუნძლულია სერიოზული პრობლემებით, არსებობს უამრავი ცხელი წერტილი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, უკრინა, ის პრობლემები რომელსაც საოკუპაციო ძალები ქმნიან ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში აქცენტები გაკეთდა იმაზე თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონში სტაბილურობის კუთხით. ის პროექტები რომელზეც საუბარი იყო პრემიერის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონის სტაბილურობისთვის. ნათლად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აქცენტს აკეთებს ადამიანზე, რომ ადამიანი არის ის უმთავრესი მიზიდულობის ცენტრი, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა ის მცდელობა, რომელიც მიმართულია მისი კეთილდღეობისთვის. საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი გადადგმულია ამ მიმართულებით“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს საკითხს ადგილი დაეთმო ბევრი ლიდერის გამოსვლაში და მათი მხრიდან გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები.
„ლიდერების მხრიდან გაჟღერდა მოწოდებები, რომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, მათი მხარდაჭერა და გაერთიანება უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადასაჭრელად და ჩვენი დიპლომატიის ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამისკენ არის მიმართული. თავად ის ფაქტი, რომ დღეს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გაისმა ასეთი მოწოდებები, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში“-განაცხადა ზალკალიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა