საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური
ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, მიროსლავ ლაიჩაკთან გამართა შეხვედრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მიროსლავ ლაიჩაკს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტობა მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატება უსურვა . ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი 16-ე მიზნისიმპლემენტაციის პროცესში, სადაც შესაძლებელია საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება. მიხეილ ჯანელიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ასამბლეის პრეზიდენტს გაერო-ს რეფორმირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურ დაძლევას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის საქართველოში კონფლიქტის საკითხს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხა დაგენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის გაეროს ფორმატში. მიროსლავ ლაიჩაკს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიარსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგინებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომითდაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

















