logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: აშშ-სთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მიზანი ამ სტრატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღმავებაა
პრემიერი: აშშ-სთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მიზანი ამ სტრატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღმავებაა
09:58 22.09.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მისივე თქმით, ქართული მხარის მიზანი ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.
ამის შესახებ პრემიერმა გაეროს-ს გენერალური ანსამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირი თავის გლობალურ სტრატეგიაში აღიარებს საქართველოს წარმატებას, როგორც აყვავებულ და სტაბილურ დემოკრატიას.
„თავად ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი განვითარებისა და სტაბილურობისთვის და ჩვენი მიზანია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ევროკავშირი თავის გლობალურ სტრატეგიაში აღიარებს საქართველოს წარმატებას, როგორც აყვავებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიას და თავის სამეზობლოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შემტანს.
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, ავღანეთის ჩათვლით, ასევე ევროპის კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში და ის თავის ყველა ვალდებულებას ასრულებს.

„2014 წელს საქართველო გახდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი და შეუერთდა სამ შესაბამის სამუშაო ჯგუფს - ფინანსირების წინააღმდეგ, გზავნილების წინააღმდეგ და უცხოელი ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედ ჯგუფებს. საქართველო შეუერთდა გაეროს 14 ანტიტერორისტულ კონვენციას, ასევე ევროპულ კონვენციას ტერორიზმის აღკვეთის შესახებ და პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს.
საქართველო იზრდება. საქართველო არის სიცოცხლით სავსე. საქართველო მტკიცეა გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს. და ეს იმიტომ, რომ საქართველოს მისი მოქალაქეები შეადგენენ. მათ ცენტრალური ადგილი უჭირავთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში და ეს მუდამ ასე იქნება.
საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა. მსოფლიოსთან უფრო მტკიცე კავშირებს კი სარგებელი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მოაქვს. მათი ეკონომიკური წარმატება არის როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მდგრადი კეთილდღეობის წინაპირობა. დღეს მე მოგმართავთ, როგორც ჩვენი ერის მსახური და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვისაც უყვარს და მხარს უჭერს საქართველოს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში გაერო-ს 72-ე ასამბლეა იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები სიტყვით გამოდიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა