საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამენტს მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმას დღეს წარუდგენს.
ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს გლდანში, პროფესიული გადამზადების მშენებარე ცენტრის ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„პრეზიდენტმა დავალება მომცა, რომ უმოკლეს დროში შემემუშავებინა მთავრობის გეგმა. ვაპირებ, დღეს საღამოს პარლამენტს წარვუდგინო საქართველოს მთავრობის მომავალი მოქმედების 4 წლიანი პროგრამა, რადგან დრო აღარ ითმენს“ - აღნიშნა ახალმა პრემიერმა.
მერაბიშვილის თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმაში დღეიდან დაწყებული მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებებია დეტალურად გაწერილი.
გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილმა ისაუბრა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ დღემდე ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი, რომელთაც ელემენტარული პირადი პრობლემების მოგვარებაც არ შეუძლიათ.

















