logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა
თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა
01:04 22.09.2017
ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი გადავდგით და საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.

„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყო, ძალიან ბევრი კომპრომისი იქნა მმართველი გუნდის მხრიდან გაწეული, ძალიან ბევრი საკითხი იყო დათმობილი ოპოზიციისთვის. ვინაიდან მათგან გრძელდებოდა მოთხოვნები და ძალიან ბევრი საკითხი იყო დაყენებული, გადავდგით კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ და ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა იმ პროექტში, რომელიც ახლა არის წარდგენილი.
პირველი ცვლილება შეეხება ე.წ. ბონუსის სისტემას, რომელსაც ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებდა ოპოზიცია და შესაბამისად, 2024 წლიდან ქვეყანა გადავა მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ოპოზიციის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ბლოკების დაშვება. ბლოკების დაშვება 3%-იან ბარიერთან ერთად კომბინაციაში ერთჯერადად მოხდება 2020 წლის არჩევნებისთვის“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, კონსტიტუცია რეგლამენტის მოთხოვნების სრული დაცვით შეიცვლება.

„ვინაიდან პირველი და მეორე მოსმენის საკითხების შეცვლა რეგლამენტის მიხედვით ახლა შეუძლებელია ანუ მესამე მოსმენის სტადიაზე ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან შინაარსობრივ ცვლილებებს დოკუმენტში ვერ შევიტანთ, მივყვებით პროცედურებს და ინიცირებას გავუკეთებთ ახალ პროექტს, რომელშიც მხოლოდ ეს ორი საკითხი იქნება მოცემული“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ მმართველი გუნდი კვლავ რჩება კონსტრუქციულ რეჟიმში. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ოპოზიცია და პრეზიდენტი იყვნენ დესტრუქციულები.
„მთელი ამ პროცესის განმავლობაში ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობების მერე, კიდევ გამოვხატეთ ასეთ დათმობებზე წასვლის სურვილი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ პროცესში ვიყავით კონსტრუქციული, ოპოზიცია კი იყო დესტრუქციული“, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა