logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო
კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო
00:30 22.09.2017
„თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს“ - ამის შესახებ დღეს სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას კახა კალაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ბარბარეს უბნის, მოსკოვის გამზირის, აფრიკისა და ქაიროს დასახლებების მცხოვრებებს შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო.

„ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თანაბრად იგრძნოს განვითარება ყველა რაიონმა და ყველა უბანმა. დედაქალაქი უნდა იგრძნობოდეს ყველა რაიონში მცხოვრები ადამიანისთვის. ამიტომ, ის პროექტები და პროგრამა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, ზუსტად ამაზეა გათვლილი - მოხდეს უბნების და რაიონების თანაბარი განვითარება. რა მოგვიტანა მხოლოდ ცენტრალური უბნების და რაიონების განვითარებამ, ყველა ვხედავთ - ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობა-ნაგებობები, სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში. ამიტომ ჩვენთვის ყველა რაიონი, ყველა უბანი, მათი განვითარება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქალაქის განვითარების ხედვაზე 4 თვის განმავლობაში მის გუნდთან ერთად კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი მუშაობდა.
„მე მგონია, რომ მართლაც საუკეთესო პროგრამა გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძე ამომრჩევლებს ეკოლოგიური გაუმჯობესების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, მშენებლობის სტანდარტების დახვეწის, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზებზეც ესაუბრა.

შეხვედრას თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან მამულაშვილიც ესწრებოდა, რომელიც ამომრჩეველს 2017-2018 წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა