logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
18:12 21.09.2017
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზედაც განხილულ იქნა კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი.
საგარეო უწყების ცნობით, სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა. საქართველოს მხარეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა წარმოადგენდნენ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან.
ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საქართველოს წარმომადგენლებმა მოკავშირეებსა და ალიანსის ხელმძღვანელობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკისა და კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკავშირეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე ერთგულება. წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. მოკავშირეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ჩართულობისა და შერიგების მიზნით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მნიშვნელობას. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი.მოკავშირეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს ნატო-ს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, აღნიშნეს ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და საქართველოს ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა