პარლამენტში არჩევნებამდე პლენარული სხდომები აღარ ჩატარდება. საკანონმდებლო ორგანო
საარჩევნო რეჟიმზე გადადის. აღნიშნულის შესახებ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ აცნობა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომები გაიმართება.
„რეგლამენტის თანახმად, საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებამდე, პარლამენტის სხდომები არ იმართება. საჭიროების შემთხვევაში, იქნება მოწვეული მორიგი ან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომები“-განაცხადა კობახიძემ.

















