logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: დღეს საქართველო ღია მმართველობის კუთხით მსოფლიოს ავანგარდშია
მიხეილ ჯანელიძე: დღეს საქართველო ღია მმართველობის კუთხით მსოფლიოს ავანგარდშია
11:00 21.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველომ წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობით დიდი პასუხისმგებლობა აიღო.

„დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია და ტრანსპარენტული მმართველობის კუთხით. ჩვენ უკვე მეორე წელია გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და გენერალური დებატების პარალელურად ვმართავთ მაღალი დონის სესიებს, რომელიც ეხება ღია მმართველობას. წელს ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ იმით, რომ გავხდით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა“ - ამის შესახებ განაცხადა ჯანელიძემ.


საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა არის საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების, ქვეყნის ღია მმართველობის და ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის ძალიან დიდი აღიარება.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ფორუმის მონაწილე ქვეყნებს გაუზიარებს იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა საქართველოში და ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში. მინისტრის თქმით დაიგეგმება მომავალი ხედვები, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით უმაღლეს დონეზეა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატში საერთო პოლიტიკის შემუშავების კუთხით. მან ისაუბრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ჩვენი თანამშრომლობის საკითხებზე ასევე ინტეგრაციული პროცესების შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად ევროპისთვის“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა