გაერო-ს 72-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა
მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით და ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გაერო-სთან აშშ-ს მუდმვმა წარმომადგენლმა, ნიკი ჰეილიმ უმასპინძა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ამერიკის ხედვა ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით. რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს ღონისძიების თანაორგანიზატორებმაც - გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ბორის ჯონსონმა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერტ კოენდერსმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, შეხვედრაზე ისაუბრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების მნიშვნელობაზე და დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს საბჭოს ეფექტურობის გაზრდის პროცესში და შესაბამის აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრია 2016 წლიდან.

















