გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა.
ელჩის განცხადებით, შტატები საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
"საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამის გამოხატულება ის ფაქტია, რომ აშშ-ს უმაღლესი პირები შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. საქართველოსა და უკრაინის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში ფარდოდ განიხილება"-განაცხადა იან კელმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. მათ რუსეთის ქმედებები დაგმეს და აღნიშნეს, რომ მისი ქმედება გაეროს ყველა წესდებას არღვევს.

















