გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი აირჩიეს. მას მხარი
მმართველი გუნდის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიციის წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ირაკლი მექვაბიშვილი პოსტს 5 წლის ვადით დაიკავებს.
აღნიშნულ თანამდებობას აქამდე ლაშა თორდია იკავებდა.

















