საგარეო საქმეთა სამინისტრომექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რომელსაც
ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მწუხარებას გამოთქვამს.
ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრიმიწისძვრის გამო, რომელმაც საგრძნობი მატერიალური ზარალი გამოიწვია .
ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მექსიკისმთავრობასა და მექსიკელ ხალხს“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მექსიკაში გუშინ 7,1 ბალიანმა მიწისძვრამ 226 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა.

















