საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში
საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და კოორდინაციით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ჩართულობით, ქართველი საექსპერტო ჯგუფი 15 სექტემბერიდან 20 სექტემბრის ჩათვლით (ართვინის რეგიონი, იუსუფელი), როგორც მეთოდოლოგიის გაცნობის და ზედამხედველობის, ასევე სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიზნით თურქეთში იმყოფებოდა.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ნანა კუპრაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი და გიორგი ნავროზაშვილი. ჯგუფს თან ახლდა თარჯიმანი - ბებური გოზალიშვილი.
ქართველმა ექსპერტებმა მონაწილეობა პირველად მიიღეს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში.

















