logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო, როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა, „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს
საქართველო, როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა, „ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს
12:20 20.09.2017
"ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო უხელმძღვანელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. "OGP"-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ "OGP"-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მონაწილეობდა, რომელიც "OGP"-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს. ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძეც ესწრებოდა.

საქართველო "OGP"-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ისეთი ქვეყნები ხელმძღვანელობდნენ, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან "გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის" (Iნტერნატიონალ შცჰოოლ ფორ თრანსპარენცყ) ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

"ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საქართველოს OGP"-ის ფორმატში წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე.

უწყების ცნობით, "OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, რომელსაც ქვეყანა ღია მმართველობისათვის ატარებს; კერძოდ:
• საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას;
• საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში − "თრაცე Iნტერნატიონალ"-ის კვლევით, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა. ის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია;

• საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია − 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა;
• სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოარა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც სამაგალითოა − სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებშიც, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ;

• საქართველოს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმი აქვს− ღია მმართველობის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესსექტორსა და საზოგადოებასთან;

• სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი "მყგოვ.გე" – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომატაბლეტებითა და სმარტფონებითაცაა შესაძლებელი.

"OGP"-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობას ოთხი პრიორიტეტული მიზანი ექნება:
• მოქალაქეთა ჩართულობის და თანამშრომლობის გაძლიერება;
• მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
• ინოვაციების დანერგვა საჯარო სერვისების მიწოდებაში;
• უკეთესი პარტნიორობის ჩამოყალიბება.
ეს მიზნები "OGP"-ის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ ორგანიზაციის სტრატეგიასთან სრულ შესაბამისობაშია. ამასთან, მოქალაქეთა ყოველდღიურობას პირდაპირ ეხმიანება.
ყურადღება დაეთმობა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (შDGს) მე-16 მიზანს, რომელიც მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას, ეფექტური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მშენებლობას გულისხმობს.
მას შემდეგ, რაც საქართველო "OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდება, საქართველოს იუსტიციის მინისტრი საქართველოს სახელმწიფოს ხედვას წარუდგენს საზოგადოებას, თუ როგორ განახორციელებს მთავრობა პრიორიტეტულ მიზნებსა და მიმართულებებს, კონკრეტულ ღონისძიებებსა და აქტივობებზეც ისაუბრებს.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში კი საქართველო, როგორც "OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყანა, "ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.
"OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევამდე საქართველოს წარმატებები საერთაშორისო პარტნიორობაში არაერთხელ იქნა აღიარებული; კერძოდ: 2013 წელს "ღია მმართველობის პარტნიორობის" ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს;2015 წელს მექსიკის გლობალურ სამიტზე საქართველოს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან ყველაზე წარმატებულ ქვეყანას, ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო გადაეცა; 2015 წელს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. კონფერენციისათვის ჩვენმა ქვეყანამ შექმნა "OGP-საქართველოს" სპეციალური ბრენდინგი, რომელიც ეროვნულ მოტივებს ეფუძნება და "ღია მმართველობის პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
"OGP" საერთაშორისო პარტნიორობაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის მიერ დაფუძნდა. თავდაპირველად ის 8 ქვეყანას აერთიანებდა. პარტნიორობის მიზანი მოქალაქეებისთვის საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობის გაუმჯობესება და ანგარიშვალდებულება, ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო რესურსების მართვა და უსაფრთხო გარემოა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც "OGP"-ს 2011 წელს შეუერთდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა