თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნებმა მთიანი ყარაბახისა
და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე მუშაობა უნდა გააძლიერონ, მათ შორის თურქეთმაც.
აღნიშნულის შესახებ მან გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ისაუბრა.
“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის გადამწყვეტია. ჩვენ მთიანი ყარაბახის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე მუშაობა უნდა გავაძლიეროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი კრიზისი, რომელსაც დღეს უყურადღებოდ დავტოვებთ, შესაძლოა ხვალ რეგიონულ ან საერთაშორისო კრიზისად გადაიქცეს,”-განაცხადა ერდოღანმა.

















