პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ „კარდაკარის“ შედეგებს არჩევნებამდე ოთხი თვით
ადრე გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ კოალიციის საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „კარდაკარის“ დასრულების შემდეგ, მონაცემებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემენ, რომ სიებში არსებული ხარვეზები ჩასწორდეს.
„ჩვენ ოთხი თვით ადრე მივაწვდით გადამოწმებულ სიებს სახელმწიფო კომისიას და თუ ისინი ხარვეზების შესწორებაზე უარს განაცხადებენ, მაშინ ამას სასამართლოს გზით მივაღწვთ“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, „კარდაკარის“ პარალელურად, მათი წარმომადგენლები აწარმოებენ გამოკითხვას კოალიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებთან დაკავშირებით.
„არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, გვეცოდინება რამდენი ადამიანი დაუჭერს „ქართული ოცნებას“ მხარს“ - განაცხადა კოალიციის წევრმა.

















