logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი შესაბამისად განიხილებოდეს გაერო-ს ყველა მიმართულებით და აქტიურად იდგეს ორგანიზაციის დღის წესრიგში
მიხეილ ჯანელიძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი შესაბამისად განიხილებოდეს გაერო-ს ყველა მიმართულებით და აქტიურად იდგეს ორგანიზაციის დღის წესრიგში
10:16 20.09.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.
მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად არის ჩართული გაერო-ს მიზნების განხორციელებაში, რაც მსოფლიოში არსებული გამოწვევების დაძლევისკენაა მიმართული.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი შესაბამისად განიხილებოდეს გაერო-ს ყველა მიმართულებით და აქტიურად იდგეს ორგანიზაციის დღის წესრიგში, მათ შორის გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. ამასთან საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ პროგრესს ადასტურებს ისიც, რომ ქვეყანა გადმოიბარებს ღია მმართველობის ინიციატივის თავმჯდომარეობას”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
საგარეო უწყების ინფორმაციი, გენერალური ასამბლეის 72-ე სესია დღეს გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანოტონიო გუტიერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიცაკმა და მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერებმა. საკუთარ გამოსვლაში გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრეს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტებზე და იმ ცვლილებებზე რომელიც საჭიროა განხორციელდეს ორგანიზაციის ეფექტური საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საერთო მიდგომა და სურვილი ცვლილების და რეფორმების. გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა ორგანიზაციის რეფორმის საკუთარი ხედვა, რომელსაც საქართველო მიუერთდა 130 სხვა ქვეყანასთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ დოკუმენტი მომავალში კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში გარდაისახება და შესაბამისად მოხდება ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდა და შესაბამისი რეფორმის განხორციელება”- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაერო-ს ცალკეულ ინიციატივებში და ჩართულია ორგანიზაციის საქმიანობაში ამ მიმართულებით. მათ შორის საუბარია მდგრადი განვითარების მიზნებზე, სადაც საქართველო აქტიურად არის ჩართული, განსაკუთრებით მე-16 მიზნის განხორციელების პროცესში, რაც ეხება ტრანსპარენტულ და ღია მმართველობას. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს განსაკუთრებული პროგრესი, აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას სხვა ქვეყნებს, რისი დასტურიც არის ის, რომ წელს საქართველო გადაიბარებს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილ გამოსვლაზე. მისი განცხადებით პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, როგორც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება, ასევე ისაუბრებს ქვეყნის განვითარებაზე, დაგეგილ და განხორციელებულ რეფორმებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი შესაბამისად განიხილებოდეს გაერო-ს ყველა სათანადო მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად იდგას დღის წესრიგში და მათ შორის გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელზეც ყოველწლიურად იზრდება მხარდამჭერთა რაოდენობა. ეს რეზოლუცია ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ, რა თქმა უნდა არა მარტო რეზოლუციის, არამედ საერთაშირისო საზოგადოების ასეთი მტკიცე მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ მწვავე პრობლემის გადაჭრას“- განაცხადა ჯანელიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა