საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის განცხადებით,
ევროკავშირი აკვირდება და დეტალურად სწავლობს საქართველოში არსებულ ვითარებას.
მისივე თქმით, საკონსტრიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირი კონსენსუსზე დაფუძნებულ დიალოგს უჭერს მხარს.
„ბოლო არჩევნების შედეგად ერთ პარტიას აქვს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ უნდა დავინახოთ რამდენად ახერხებს საქართველო ამ პირობებში რეფორმების გატარებას და ასევე რამდენად ხდება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, ამ პროცესში საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს დახმარებას, თუმცა არ უნდა იყოს სიურპრიზი ის, რომ ევროკავშირი დეტალურად აკვირდება და სწავლობს საქართველოში არსებულ ვითარებას. რაც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესში კონსენსუსზე დაფუძნებულ დიალოგს“- განაცხადა ჰერმანმა.

















